განვადების კალკულატორი

ფართი (კვ/მ)

ფასი (კვ/მ) $

შიდა განვადება (თვე)

პირველადი შენატანი ( % )

აქცია

აპარტამენტის ღირებულება

32200

ყოველთვიური გადასახადი

1879 $
ონლაინ დახმარება
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია
შეუკვეთე ზარი
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია

ისტორია

წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით. სწორედ ასე განვითარდა "ალიანს ჯგუფის" ისტორიაც.

2005 წელს, ჩამოყალიბდა შპს"ალიანს+", რომლის პირველივე პროექტი რევოლუციური გახლდათ იმდროინდელი საქართველოსათვის - ქ. ბათუმში დაიწყო პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წელს, რებრენდინგის შედეგად, კომპანია ახალი სახელით "ორბი ჯგუფი" გააგრძელა მოღვაწეობა. ამავე პერიოდში წამოიწყო კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - "სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქალაქად. 

ალიანს ჯგუფის დამფუძნებლებმა - ორბი ჯგუფთან და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით - ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, 5000-მდე ბინა და აპარტამენტი, 1 200 000 მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი. ეს ჩამონათვალი ადასტურებს კომპანიის უზარმაზარ გამოცდილებას.