განვადების კალკულატორი

ფართი (კვ/მ)

ფასი (კვ/მ) $

შიდა განვადება (თვე)

პირველადი შენატანი ( % )

აქცია

აპარტამენტის ღირებულება

32200

ყოველთვიური გადასახადი

1879 $
ონლაინ დახმარება
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია
შეუკვეთე ზარი
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია

დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი თბილისში ახალ პროექტს იწყებს

რადიო „კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ „ალიანს ჯგუფი" ვაკეში  პრემიუმ კლასის კომპლექსს აშენებს. პროექტი სამი თაუერისგან შედგება, პირველ ბლოკში იქნება ყველაზე მაღალი 40 სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი, ორ თაუერში კი სასტუმრო და აპარტამენტები. სასტუმროს ოპერატორი მსოფლიოში  უმსხვილესი ამერიკული ბრენდის Wyndham Hotel Group-ში შემავალი Wyndhem Garden-ი იქნება.
 თაუერები ვაკეში სპორტის აკადემიის უკან განთავსდება , კომპლექსში მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა, 3 სართულიანი ავტოსადგომი მიწისქვეშ, საცურაო აუზი, სპა, ფიტნესი, კონსიერჟის სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანიის გენერალური დირექტორის აკაკი სონგულიას განმარტებით, გამოყენებუელი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყარო და მოსახლეობას საერთო სივრცეების კორიდორის, ლიფტის მომსახურებისთვის გადასახადის გადახდა არ მოუწევს. კომპლექსამდე მისასვლელი გზა თამარაშვილის ქუჩიდანაც მოეწყობა.
„ალიანს ჯგუფს" წარმომადგნელობები მსოფლიოს 7 ქვეყანაში აქვს, ძირითადად დსთ-ში, საიდანაც საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მსურველთან რაოდენობა დიდია. უახლოეს პერიოდში უძრავი ქონების - უფრო კონკრეტულად კი აპარტამენტების  ბაზარზე ბუმს ელოდებიან, რადგან ზოგადად საქართველოში ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, ტურისტულ ინდუსტრიაში და ვიზიტორთა რაოდენობაშიც პოზიტიური ზრდის ტენდენციაა.
„ მაღალი და საშუალო სასტუმრო და აპარტამენტები მოთხოვნადია. მითუმეტეს თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 70% აჭარბებს, ამიტომ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მითუმეტეს ამ სექტორში დიდი გამოცდილება გვაქვს" - აცხადებს კომერსანტთან ინტერვიუში ალიანს ჯგუფის გენერალური დირექტორი აკაკი სონგულია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მილიონ დოლარამდეა, მისი დასრულება კი 2019 წელსაა დაგეგმილი.
თბილისის გარდა „ალიანს ჯგუფი" ბათუმში „ალიანს პალასის" პროექტს ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს აერთიანებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 40$ მლნ აჭარბებს. სასტუმროს ოპერატორი ბათუმში „Courtyard Marriott" იქნება. პროექტი 2018 წლის მაისში დასრულდება. ამას გარდა, „ალიანს ჯგუფი" 100  ნომრიან სასტუმროს, რომელიც Ramada Resorts-ის ბრენდის ქვეშ იქნება, კურორტ გოდერძიზეც აშენებს,  მისი საინვესტიციო ღირებულება 10$ მლნ. მისი გახსნაც 2018 წელსაა დაგეგმილი. 

similar news