განვადების კალკულატორი

ფართი (კვ/მ)

ფასი (კვ/მ) $

შიდა განვადება (თვე)

პირველადი შენატანი ( % )

აქცია

აპარტამენტის ღირებულება

32200

ყოველთვიური გადასახადი

1879 $
ონლაინ დახმარება
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია
შეუკვეთე ზარი
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია

დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ყაზახეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდა.

27 თებერვალს, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara / Invest in Ajara” გაიხსნა. საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციებით წარსდგნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ასევე „ალიანს ჯგუფის" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი თავიანთ ყაზახ კოლეგებს ფორუმში მონაწილე ალიანს ჯგუფის წარმომადგენლებმა გააცნეს და B2B შეხვედრების ფორმატში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ალიანს ჯგუფმა" საინვესტიციო ფორუმზე წარმოადგინა ბათუმში მშენებარე ექსკლუზიური პროექტი „ალიანს პალასი", რომელშიც მსოფლიო სასტუმრო ბრენდი „ქორთიარდ მერიოტი" განთავსდება, ასევე თბილისში მშენებარე „ალიანს თაუერსი", რომელიც მსოფლიოში უდიდეს სასტუმროების ქსელ „ვინდამთან" თანამშრომლობას გულისხმობს. კომპანიის წარმომადგნლებმა სტუმრებს გააცნეს აჭარის ულამაზეს კურორტ გოდერძზე მშენებარე „ალიანს რეზორტი", რომელშიც საერთაშორისო სასტუმროების ქსელი „რამადა" განთავსდება.

საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საინვესტიციო ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ეხილათ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დაეგემოვნებინათ უგემრიელესი აჭარული კერძები.

similar news