განვადების კალკულატორი

ფართი (კვ/მ)

ფასი (კვ/მ) $

შიდა განვადება (თვე)

პირველადი შენატანი ( % )

აქცია

აპარტამენტის ღირებულება

32200

ყოველთვიური გადასახადი

1879 $
ონლაინ დახმარება
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია
შეუკვეთე ზარი
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია

ალიანს ჯგუფი მონაწილეობას იღებდა რუსეთის უმსხვილესი პორტალ მიერ ორგანიზებულ კონკურსში

„ალიანს ჯგუფი" მონაწილეობას იღებდა რუსეთის უმსხვილესი პორტალ "Home Overseas” მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც უცხოურ უძრავ ქონებას ეძღვნებოდა.

ღონისძიება ამა წლის 20 აპრილს ქალაქ მოსკოვში „სოგლასიე ჰოლში" გაიმართა. პრემიის გამარჯვებულები დამოუკიდებელი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურმა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით გამოავლინა. გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოვებამდე „ალიანს ჯგუფის" წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებისთვის პრეზენტაცია გამართეს, ისაუბრეს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, იმ საერთაშორისო პროექტებზე, რომელებიც ბოლო წლებში კომპანიის განუყოფელ ნაწილად იქცა. 
 ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენამდე ღონისძიების მონაწილეებს საპრეზენტაციო კუთხეები დაეთმოთ, სადაც საკუთარი პროექტების წარმოდგენის საშუალება მიეცათ. ალიანს ჯგუფის საპრეზენტაციო სტენდმა და მიმდინარე პროექტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, როგორც მონაწილეების ასევე მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან. 
ნომინირებულ კომპანიებს შორის „ალიანს ჯგუფს" ყველაზე მეტი პრიზი შეხვდა. 
ალიანს ჯგუფის პრიზების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. ოქროს პრიზი - ნომინაციაში „საუკეთესო არქიტექტურული პროექტი", რომელიც ჩვენს მარავალფუნქციურ კომპლექსს „ალიანს პალასს" გადაეცა.
 2. ვერცხლის პრიზი - ნომინაციაში „მდიდრული უძრავი ქონება" ისევ „ალიანს პალასს" ერგო. 
3. ვერცხლის პრიზი - ნომინაციაში „საუკეთესო საინვესტიციო პროექტი" დედაქალაქში მიმდინარე ახალ პროექტს „ალიანს თბილისი" გადაეცა. 
4. გრან-პრი - ნომინაციაში „საუკეთესო დეველოპერული ვებსაიტი" - www.alliancegroup.ge
დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა არაფორმალურ გარემოში ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ხაზი გაესვა ბათუმს, როგორც პოპულარული ტურისტულ მიმართულებას, რომელიც ინვესტორებისთვისაც განსაკუთრებით საინტერესოა.

similar news