განვადების კალკულატორი

ფართი (კვ/მ)

ფასი (კვ/მ) $

შიდა განვადება (თვე)

პირველადი შენატანი ( % )

აქცია

აპარტამენტის ღირებულება

32200

ყოველთვიური გადასახადი

1879 $
ონლაინ დახმარება
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია
შეუკვეთე ზარი
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია

მრავალფუნქციურ კომპლექსში „ალიანს პალასი“ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი მიმდინარეობს

მრავალფუნქციურ კომპლექსში „ალიანს პალასი" მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის სამუშაოები დაიწყო. მაშტაბური პროცესი 53 ათას მ2 ფართობზე მიმდინარეობს და 250 სერტიფიცირებული სპეციალისტის დახმარებით ეს ფართობი ყოველდღიურად სულ უფრო მცირდება.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიდან გამომდინარე კარ-ფანჯრებში ორმხრივად ნაწრთობი მინები გამოიყენება. ამ ტიპის დამუშავება ფანჯრებს უფრო მეტ სიმტკიცეს და ენერგოეფექტურობას სძენს, რის გამოც ატიურად გამოიყენება ავტომობილებში. მინის გატეხვის შემთხვევაში დამსხვრეულ ფრაგმენტებს ბლაგვი კუთხეები აქვს, რომელსაც სერიოზული ტრავმის მიყენება არ შეუძლია.

მონტაჟის სამუშაოებს ცნობილი კომპანიები „ალბატროსი" და „ელჯი გლასი" აწარმოებენ, რომლებიც კომპანიისთვის საიმედო პარტნიორებს წარმოადგენენ. კომპანია „ალბატროსი" 15 წელზე მეტია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში ლიდერ პოზიციებს იკავებს. „ალბატროსი" გერმანული კომპანია „სალამანდერის" ოფიციალური წარმომადგენელი და პროდუქციის ექსკლუზიური მომწოდებელია. კომპანია „ალბატროსმა" 2014 წელს ხარისხის კონტროლისა და მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2008 მიიღო.

კარ-ფანჯრების მონტაჟი ფასადზე მიმდინარე სამუშაოების ნაწილია, რომელიც 2017 წლის მარტის თვეში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება. ალიანს ჯგუფი ყველა სამუშაოს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით აწარმოებს და კომპანიის მთავარი მიზანი აქტიური ტემპის შენარჩუნებაა.

similar news