განვადების კალკულატორი

ფართი (კვ/მ)

ფასი (კვ/მ) $

შიდა განვადება (თვე)

პირველადი შენატანი ( % )

აქცია

აპარტამენტის ღირებულება

32200

ყოველთვიური გადასახადი

1879 $
ონლაინ დახმარება
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია
შეუკვეთე ზარი
გაგზავნა
ზარი დაფიქსირებულია

ალიანს პალასის შენობის გარე ფასადზე მოსაპირკეთებელი და შემინვის სამუშაოები დაიწყო

ალიანს პალასის შენობის გარე ფასადზე მოსაპირკეთებელი და შემინვის სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური პროცესი 5 600 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს და მასზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს. ეს ეტაპი 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის" 6-41 სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება. თითოეული აპარტამენტიდან იშლება ზღვის, ქალაქისა და მთების ულამაზესი ხედები. სწორედ ამიტომ კომპანია მინის ფასადის მონტაჟის საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგა და საბოლოო არჩევანი ცნობილ კომპანიზე Guardian Industries შეაჩერა.

Guardian Industries - მსოფლიოში აღიარებული მინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 კონტინენტზე, 22 ქვეყანაში მუშაობს. კორპორაცია 1932 წელს დაარსდა და მთავარი ოფისი აშშ-ში მდებარეობს. Guardian Industries გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებით და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით.

ალიანს პალასის მინის ფასადში გამოყენებული Solar-ის კლასის ორმხრივად ნაწრთობი მინა-პაკეთი, რომელიც ვერცხლის საფარს შეიცავს ხასიათდება სინათლის მაღალი გამტარობით, ენერგოეფექტურობითა და ინფრაწითელი სინათლის არეკვლის მაღალი მაჩვენებლით. ეს მახასიათებლები მთელი წლის განმავლობაში ჩვენს აპარტამენტებში კომფორტული მიკროკლიმატის შენარჩუნების გარანტიაა.

similar news